გიორგი კაპანაძე: 25 წლის გოგოს შვილების თვალწინ გამოჭრა ყელი მარგველაშვილის შეწყალებულმა კიდევ ერთმა ცხოველმა

კავკასიის ინტერნეტ მედიაჯგუფისა და მედიაჰოლდინგ “დრონი.ჯის” ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტით ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მწვავედ აკრიტიკებს.

„მარგველაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე შეიწყალა მისი სამჯერ გასამართლებული ცოლისძმა. მაკა ჩიჩუას ძმა, შეწყალების მომენტში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობისათვის იხდიდა 17-წლიან სასჯელს და მისჯიდან 2 წელიც არ იყო გასული. მარგველამ შეიწყალა ისიც, ვინც მკვლელობისათვის იჯდა და შეწყალების შემდეგ ისევ ჩაიდინა იგივე დანაშაული (აბაშიძეზე, 24 წლის ბიჭი მოკლა). ცოტა ხნის წინ, ნარკოტიკის რეალიზაციაზე დააკავეს მარგველას შეწყალებული კიდევ ერთი პირი. წლების წინ, მანვე შეუმსუბუქა სასჯელი იმ პირსაც, ვინც გამოსვლის მერე ორი პოლიციელი მოკლა. სია დიდია…

თუმცა, ცინიზმის მწვერვალი იყო, როცა გავიგეთ რომ 25 წლის გოგოს შვილების თვალწინ გამოჭრა ყელი მარგველაშვილის შეწყალებულმა კიდევ ერთმა ცხოველმა, რომელიც ცოლის ცემისთვის იჯდა. მან კი განმარტების ღირსადაც არ ჩააგდო ერი. დევს თავისთვის და ქსოვს ტრაგედიებს“, – წერს გიორგი კაპანაძე.

თბილისში, ბარნოვის 77-ში 25 წლის გოგონა 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. როგორც გაირკვა, ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები