პატრიარქი კვირაცხოვლობაზე: ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში

“კვირაცხოვლობა არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა. ეს არის განსაკუთრებული დღე, რომელსაც თომას კვირიაკესაც უწოდებენ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბრძანა.

პატრიარქმა ასევე გაიხსენა, რომ ის მღვდლად სწორედ კვირაცხოვლობას აკურთხეს.

„კვირაცხოვლობა არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა. ეს არის განსაკუთრებული დღე, რომელსაც თომას კვირიაკესაც უწოდებენ. სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოციქულებს გამოეცხადა უფალი, სადაც თომა არ იყო. თომამ რომ მოისმინა, მოციქულებმა იხილეს უფალი, უთხრა მათ – თუ არ შევეხები თითებით მაცხოვრის ჭრილობას, ვერ დავიჯერებო. აღდგომიდან რვა დღის შემდეგ, გამოეცხადა მას უფალი და მიმართა: მშვიდობა ყოველთა თქვენთანა. მიმართა თომას მოჰყავ თითნი შენნი და შემახეო. თომა მოციქული დავარდა მუხლებზე და თქვა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”. თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები