პრეზიდენტი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე ხვალ განცხადებას გააკეთებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ განცხადება გაკეთდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აღნიშნავენ, განცხადებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკეთებს.

თბილისში, ბარნოვის 77-ში 25 წლის გოგონა 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. როგორც გაირკვა ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები