კახა კალაძე: პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს

„პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, მმართველ პარტიაში პროცესები ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს.

„პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს. მესმის, გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ამის სურვილი, მაგრამ ეს არ მოხდება. უმრავლესობა თავისუფალ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გუნდში როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა, არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს და ერთი კაცის გემოვნებაზე იყო აგებული სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის მართვა. არავის გარიცხვაზე არ მიმდინარეობს მსჯელობა. ყველაფერი დალაგდება“, –განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები