ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საფეხბურთო ტურნირში საქართველოს ყველა სამინისტროსა და პარლამენტის საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
პირველ ეტაპზე პარლამენტის წევრთა გუნდი დაცვის პოლიციის გუნდს შეხვდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დამთვრდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა და პარლამენტარების გუნდმა 6:5 დაამარცხა მეტოქე. პარლამენტის აპარატის წევრებმა გენერალური პროკურატურის გუნდს 1:0მოუგეს. შემდეგ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთ გუნდები, რაც დეპუტატების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში ირაკლი მეზურნიშვილის გატანილმა გოლმა პარლამენტის გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი. საპატრულო პოლიციის გუნდთან თამაშისას მიხეილ ყაველაშვილმა გაუშვა ორი გოლი, თუმცა პარლამენტარებმა თამაში 4:2 წააგეს.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ კიდევ მრავალლი სპორტული ღონისძიება გაიმართა. მათ შორის შეჯიბრებები მკლავჭიდში, კალათბურთში, ჭიდაობაში, ნარდში, ჭადრაკში, პარაფრენბურთში, ბავშვთა ფეხბურთში და სხვა.
გაიმართა სპორტული ავტომობილების გამოფენა და საჩვენებელი გამოსვლები მეკლდეურობაში, აფროსნობასა და საავიაცო სპორტშის სახეობაში, ჩატარდა მხიარული სტარტები, ფრისბი, სპორტული თევზჭერა.
მრავალმა სპორტსმენმა და მოხალისემ მიიღო მონაწილეობა მძლეოსნურ გარბენში. რომლის მონაწილეებსაც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა სამახსოვრო პრიზები გადასცა. „მგონი ზედმეტი კომენტარები არ ჭირდება ამას, დღეს ლისის ტბაზე ვინც არის ამოსული, ყველა მიხვდება რომ სპორტი არის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ჩვენი ცხოვრებისა. პარლამენტი აქტიურად მონაწილეობს ამ ღონისძიებებში. ასევე, ყველა სამინისტრო არის წარმოდგენილი.
სწორედ ეს არის ჩვენი დევიზი და მიზანი, რომ საქართველო გახდეს სპორტის ქვეყანა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ყველას მიულოცა სპორტის საერთაშორისო დღე და აღნიშნა, „მოხარული ვარ და ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს. ოცზე მეტი სპორტის სახეობაააქ წარმოდგენილი და მასში ჩართულები არიან არა მხოლოდ პროფესიული სპორტული ორგანიზაციები, არამედ რიგითი გულშემატკივრებიც.
მოგეხსენებათ ჩვენთვის მასობრივი სპორტის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე ჩვენ ვზრდით ამ დღის აღნიშვნისმასშტაბებს.როგორც ხედავთ ძალიან მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სპორტული აქტივობებია წარმოდგენილი. ბუნებრივია, რომ სპორტული აქტივობების მასშტაბები, რაოდენობა და მრავალფეროვნება მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მთვაარია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ბავშვი და ახალგაზრდა უნდა ჩავრთოთ ამ სპორტულ აქტივობებში“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
სპორტის საერთშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და საქართველომ იმავე წელს გამოთქვა სურვილი შეერთებოდა ამ დღის აღნიშვნას.
დღევანდელი ღონისძიებები გაიმართა დევიზით „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“. ღონისძიების ორგანიზატორია კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მხარდამჭერი თბილისის მერია და ლისის ტბის ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები