პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ფილოლოგები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილ ფილოლოგები და პროფესორები – გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა და გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოები დამსახურებულ ფილოლოგებსა და პროფესორებს თავად გადასცა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები პროფესორებს სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის, ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი მოწაფეების მონაწილეობით მათი ღვაწლი გაძლიერდება, რომლის საფუძველიც უკვე შექმნილია უნივერსიტეტში.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის, თამარ ჩხეიძის დამსახურება ღირსების ორდენით ქართული ენის დასაცავად, 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის აღინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები