Forbes: რატომ არის საქართველო შესანიშნავი კერძებისა და ღვინის ქვეყანა

ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი მკითხველს, ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან ერთად, ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას ურჩევს. იგი  წერს, რომ მსოფლიოში არსებული არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობის გარდა, კიდევ არსებობს განსაკუთრებული – ქართული სტუმართმოყვარეობა.

მე მხოლოდ ორი სიტყვა უნდა მესწავლა იმისათვის, რომ შემძლებოდა კარგი დროის გატარება ქვეყნის გარშემო: „მადლობა“ და „გაუმარჯოს“. მომზადებული მქონდა სხვა ფრაზებიც, მაგრამ იმ ულევი კერძების, ღვინის და ალალი სითბოდან გამომდინარე, რომელსაც გზაში გადავეყარე, სამი დღის მოგზაურობის განმავლობაში მე სხვა არაფრის თქმა დამჭირვებია. ეჭვი მეპარება ხალხს სცოდნოდა, რომ საერთოდ ქართველიც კი არ ვიყავი. არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა არსებობს მსოფლიოში – და არსებობს კიდევ ქართული სტუმართმოყვარეობა. ასე რომ, თქვენი შემდეგი კერძების, ღვინის და კულტურული დასვენებისთვის, არ არსებობს უკეთესი ადგილი გასამგზავრებლად. აი, მთავარი მიზეზები იმისათვის, რომ დაიწყოთ „მადლობის“ და „გაუმარჯოს“ თქმა და წაიყვანოთ თქვენი თავი საქართველოში.

საკვები

ნუ დაჯდებით ქართველთან ერთად კერძის დასაგემოვნებლად თავის დაღწევის სტრატეგიის გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს რესტორანში თუ ვინმესთან სახლში, კერძების ნაკადი არ ჩერდება – აქ, თეფშების ერთმანეთზე ზემოდან დაწყობაც კი ჩვეულებრივი მოვლენაა. „ქართველებისვთვის, სტუმარი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია“, ამბობს კერძების წიგნების ავტორი კარლა კაპალბო, „და გეჯდეს სტუმარი სუფრასთან ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და სიამოვნებაც“.

ყოველთვის არის რაღაც, იმისათვის, რომ გააბედნიერო ნებისმიერი მჭამელი საქართველოში, ხორცის, ფრინველის, თევზის და ბოსტნეულის კერძების სიუხვიდან გამომდინარე. ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე, იქნება ახალი პომიდორის და კიტრის სალათები, ხელნაკეთი ყველი და გემრიელი პური, თონის პური, დამზადებული ახალი ცომისგან, მიკრული კასრის ფორმისებრ ღუმელში. საქართველო იტალიას წააგავს, სადაც თითოეულ რეგიონს აქვს თავისი განსაკუთრებული ხელნაწერი კერძები, ისევე როგორც საერთო კერძების სხვადასხვა ვარიაციები – როგორიცაა ხაჭაპური, პური ამოვსებული ყველითა და კვერცხებით. აუცილებლად დააგემოვნეთ ჩაქაფული, ბატკნის სოუსი ტარხუნის ფურცლებით და ქლიავით, ხინკალი, ამოვსებული სურნელებიანი ხორცით (ან კარტოფილით და სოკოთი ვეგეტერიანელებისთვის), ქათმის ტაბაკა, დაკეპილი ტაფაზე შემწვარი ქათამი, ან აჯაფსანდალი, ბადრიჯნის, პომიდორის და წიწაკის ტრადიციული კერძი.

ღვინო

საქართველო მსოფლიოში უძვლესი მეღვინეობის კულტურის მქონე ქვეყანაა – კვლევების მიხედვით, ისინი მეღვინეობას 8000 წელია რაც ეწევიან. „ჰკითხეთ თქვენს მეზობელს რამდენი თაობაა რაც მათ ღვინო მოჰყავთ, ისინი ასე შორს ვერც კი დაითვლიან“, ამბობს მეღვინე იაგო ბითარიშვილი. „მათ მხოლოდ ის იციან, რომ მუდამ ამზადებდნენ ღვინოს“. ბოლო წლებში, ქართულმა ღვინოებმა შესძლეს იმ საერთაშორისო აღიარების მოპოვება, რომელსაც იმსახურებენ, მათ შესახებ წერენ მნიშვნელოვანი მწერლები, მაგრამ თქვენ  საშუალო ონიოფილის ბევრად წინ დადგებით მას შემდეგ, როდესაც გაიცნობთ საფერავს და რქაწითელს  – ორი ძირითადი მკვიდრი ყურძნის ჯიშის სახეობა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უფრო დიდი ღვინის მარნები, რომლებიც შედარებით უფრო ნაცნობ ევროპული ყურძნის ჯიშების ნაზავს აწარმოებენ, ქართული ღვინის მარნების უმრავლესობა მცირე ზომისაა, წარმოადგენს საოჯახო საქმიანობას  ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით, რომელთა უმრავლესობაც მოჰყავთ ორგანულად, ბუნებრივად მინიმალური ჩარევის სტილით. ტრადიციულად, ქართველები წურავენ და აძველებენ ღვინოს უზარმაზარ თიხის ჭურჭლებში, სახელად ქვევრი, ასე რომ, თუკი თქვენ სტუმრობთ მარანს, ან თუნდაც ვინმეს ეზოს, თქვენ იყურებით ქვევით და არა ზევით, იმისათვის, რომ დაინახოთ მეღვინეობის  კვალი.

თბილისი

საქართველოს უმეტესი ვიზიტები იწყება  დედაქალაქ თბილისში, და არ არსებობს უკეთესი გზა ერის საკვების და ღვინის კულტურაში ჩასაღრმავებლად.

ღვინის ბარი Vino Underground დაფუძნებული იქნა შვიდი მეღვინეს მიერ, და მათი ღვინის არჩევნი დამახასიათებელია ტიპიური  მცირე წარმოების ქართული მარნებით. კიდევ ერთი ღვინის ბარს,  g.Vino-ს აქვს ტაპას-შთაგონებულ მიდგომა, სთავაზობს მრავალ პატარ-პატარა თეფშს, მათ ღვინოებთან ერთად,  ძველი თბილისის უახლეს ადგილას. ორივე შესანიშნავი ადგილია იმისთვის, რომ დაიწყოთ დალევა და გზა გაიკვალოთ ერის მრავლფეროვანი ღვინის სახეობებისკენ ეროვნული მასშტაბით.

რაც შეეხება რესტორნებს, ბარბარესთან  შესანიშნავი ადგილია ქართული კერძების გასაცნობად, რომელიც დაფუძნებულია მე-19 საუკუნის კულინარიული წიგნის რეცეპტებზე. ასევე კარგი საჭმელია Azarphesha- ში, და მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერო გაცილებით თანამედროვეა, იქ დემონსტრირებულია უძველესი ღვინის კოლექციის ატრიბუტები – გარანტიების გარეშე, მაგრამ თუკი თქვენ კარგად მოეპყრობით მეპატრონეს, შესაძლოა კიდეც დააგემოვნოთ ცოტაოდენი „ჩინური“ 3 000 წლის ჭიქიდან. ეკუნა გაჩეჩილაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მზარეულია, და მისი კაფე Cafe Literra განთავსებულია საქართველოს მწერალთა სახლის ეზოში არტ ნუვოს შენობაში, სადაც იგი ამზადებს თანამედროვე ქართულ კერძებს. მისი მეორე რესტორანი შედარებით უბრალოა, სადაც, მისი თქმით სთავაზობს „ნაბახუსევის საწინააღმდეგო“ კერძებს – ის, რაც უთუოდ დაგჭირდებათ თბილისში მოგზაურობისას.

თბილისის სურსათის ჭეშმარიტად შესასწავლად, შეეცადეთ მოაწყოთ კულინარიული გასეირნება „კულინარიულ ქუჩებში“ რომელიც დაგეხმარებათ „დეზერტირების ბაზრის“ შესწავლაში – ქალაქის უძველესი ღია ბაზარი. და ასევე, უთუოდ სცადეთ მათი რეკომენდაციები გზის გადახვევით ქალაქგარეთ, როგორიცაა „კახელები“ და „მეგრელები მანონი“ სადაც თქვენ შეძლებთ ისადილოთ პირად კაბინაში და დააგემოვნოთ საფირმო კერძები დასავლეთ საქართველოდან.

სურსათისა და ღვინის გარდა, თბილისს შთამბეჭდავი სანახაობებიც აქვს. “ძველი თბილისის” რაიონის გავლით, ლამაზი ეკლესიები, მაღაზიები და სამხატვრო გალერეები. არარსებულია რომ ისევ მშიერი იყოთ, მაგრამ  თქვენ ყველგან იხილავთ ჩურჩხელას, სანთლის ფორმის ტკბილეულს, რომელიც დამზადებულია ყურძნის წვენისა და თხილისგან. თბილისი გაშენებულია ცხელ ბუნებრივ წყლებზე, ამიტომ  კარგი იდეაა აბანოთუბანში  გოგირდის აბანოების მიღება კარგი იდეაა – ეძებეთ ყინულის ქოხის მსგავსი აგურის შენობები. აბანოების ზემოთ, დგას ცნობილი ნარიყალას ციხე-სიმაგრე, რომელიც  თავდაპირველად აშენდა მე -4 საუკუნეში, მაგრამ მისი ნანგრევები მიეკუთვნება მე -16 და მე -17 საუკუნეებს.ზედა ნაწილის გაადვილებული სტუმრობისთვის ხელმისაწვდომია საბაგირო. ციხე-სიმაგრესთან მოშორებით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღია.

ეკლესიები და მონასტრები საქართველოში ძირითადი სავიზიტო ადგილებია, და თბილისში თქვენ უნდა დაიწყოთ მეტეხის ტაძრიდან, მტკვრის ხედით, რომელიც მრავალჯერ იქნა დაზიანებული, განადგურებული და აღდგენილი. საკუთარ ცხენზე ამხედრებული მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლი, დგას გარეთ. მე-6 საუკუნით დათარიღებული ანჩისხატის ბაზილიკა ქალაქის უძველესი ეკლესიაა და სიონის საკათედრო ტაძრის შეღებილი კედლების და ჭერის ნახვა ასევე ღირს სამოგზაუროდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები