რუსმა სამხედროებმა ხაშურის რაიონიდან ორი ქართველი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლის ორი მკვიდრი ვასილ კილაძე და რომან ლომიძე გაიტაცეს. რუსმა ოკუპანტებმა ქართველი მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი საჩხერის რაიონის სოფელ ჯვართან ტყეში ჯონჯოლს კრეფდნენ. როგორც გატაცებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, ჯერ მათ ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია. დაკავების შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის ქართული მისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები