ფანასკერტელზე მამაკაცი დაჭრეს- მისი მდგომარეობა კრიტიკულია
ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 40 წლამდე კაცი, რომელსაც ტყვია კისრის არეში აქვს ნასროლი.
დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანეს, სადაც მას ოპერაციას უკეთებენ. კაცის მდგომარება ამჟამად კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. მოხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.