„მიმდინარე პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ უმრავლესობის გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებებში იყოს უფრო ჩამოყალიბებული“
მიმდინარე პროცესი არის საკმაოდ დემოკრატიული და მიმართულია იქითკენ, რომ უმრავლესობის საკმაოდ დიდი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებებში იყოს უფრო ჩამოყალიბებული – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა.
კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
მისი თქმით, არავინ არავის გადადგომას და უმრავლესობიდან გასვლას არ ითხოვს.
„მიმდინარე პროცესი არის საკმაოდ დემოკრატიული და მიმართულია იქითკენ, რომ უმრავლესობის საკმაოდ დიდი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებებში იყოს უფრო ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველამ ერთ ხმაზე უნდა ისაუბროს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ როცა გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, გუნდის წევრებმა უფრო მკაფიოდ იცოდნენ გადაწყვეტილების მიღების ფორმა. ეს პროცესი კიდევ უფრო აძლიერებს უმრავლესობას“, – განაცხადა კობერიძემ.