“ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე უნდა წარსდგეს და მიმდინარე პროცესებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროს”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ დროა, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე წარსდგეს და მიმდინარე პროცესებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

ამის შესახებ დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.

„მე არ ვიცი უნდა თუ არ უნდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში, მაგრამ ის მაინც წარმოადგენს არამხოლოდ „ოცნებას“, არამედ ის საზოგადოების დიდი ნაწილისათვის არის ლიდერი. მისი პოზიცია აინტერესებს ხალხს. მე ვფიქრობ, დადგა უკვე დრო, როდესაც მან რაღაც ტენდენციებზე და გარკვეულ საკითხებზე, უნდა დააფიქსიროს აზრი, თუ როგორ მიდის საქმე. ამ ორი წლის განმვალობაში მისი აზრი არ ყოფილა საჯარო. მე არ ვამბობ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ მან თქვა, რომ მე საზოგადოებაში მივდივარ, უფრო რთულ უბანში მივდივარო. ხოდა ზუსტად ამას ვამბობ, ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდება მას. ივანიშვილს ჰქონდა ადრე ბრიფინგის ერთგვარი წესი, როდესაც გარკვეულ საკითხებზე თავის აზრს ამბობს და მე ვფიქრობ, რომ ეს ორი წელი სავსებით საკმარისია იმისთვის, ის გამოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს მიმდინარე პროცესებზე“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები