ნუკრი ქანთარია “გასარიცხ სიაზე” და მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უმრავლესობის წევრების ე.წ. გასარიცხ სიაზე ისაუბრა.

კითხვაზე, ვისი გარიცხვის საკითხი დგას დღეს, ქანთარია ამბობს, რომ ესენი არიან: დავით ჭიჭინაძე, გიორგი პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და თავად, ქანთარია.
„ჭიჭინაზე ალბათ უნდა იყოს, გუშინდელი გამოსვლების შემდეგ, პაპუაშვილიც უნდა იყოს ამ სიაში, ბექაც არის ნაცვლიშვილი, ეკა ბესელიაც და თავისთავად, გედი ფოფხაძე. თუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ აი, ჩვენ ეს ხალხი უნდა გავრიცხოთ, ეს იქნება შთამბეჭდავი“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარია მიიჩნევს, რომ გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, პარტიაში არსებული პრობლემები გამოაშიშვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები