როგორი ამინდი იქნება საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აპრილს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. მათივე ცნობით, 12 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა კი +21, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.