თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ხის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა,  ალგეთის სატყეო უბნიდან,  12 მ-მდე რცხილას სახეობის საშეშე მერქანის  ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.

სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“
მარკის სატვირთო ავტომანქანები  დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები