ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს დღე, კიდევ ერთხელ, შეგვახსენებს იმას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თოთოეული ჩვენგანი დამოუკიდებლობას. ჩვენ, ხანდახან, ისე არ ვუფრთხილდებით ამ მიღწევას და ამ ღირებულებას, როგორც ეს საჭიროა და დღევანდელი დღე ამის ფასს ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.