სოფო კილაძე: სუს-ის წლიურ ანგარიშში სწორი აქცენტებია დასმული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში სწორი აქცენტებია დასმული- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.
დეპუტატმა სუს-ის ანგარიში შეაფასა.
„ვფიქრობ, რომ უწყების მხრიდან სწორი აქცენტებია დასმული. ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებები პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იურისდიქციას ვერ ვახორციელებთ და სახეზეა მასიური დარღვევები. ასევე პრობლემას წარმოადგენს ტერორიზმი, რომელიც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა. ტერორიზმის თვალსაზრისით, ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, სადაც ძალიან მაღალი საფრთხეა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები