ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას და პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო მიიღო.
“მმართველ გუნდს ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა, რადგან ის ღირებულებები, რომლითაც ეს ადამიანი ცხოვრობდა და რაც აქვს, პირდაპირ კონტრასტშია იმ ყველაფერთან, რის გამოც ამომრჩეველი 2012 წელს მხარს გვიჭერდა. მიმაჩნია, რომ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ და ალბათ, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებ “ქართული ოცნებიდან” გასვლის თაობაზე. უმრავლესობას ვტოვებ. მიმაჩნია, რომ კაკაბაძის მხარდაჭერა ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ უმრავლესობა დავტოვო. არ ვმალავ, გაბრაზებული ვარ. ფაქტია, რომ ამ გუნდმა ისეთი ღირებულებები აირჩია, რომელიც ჩემთვის მისაღები არ არის. “ქართულ ოცნებაში” ჩემ ადგილს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ფოფხაძემ.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები