რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე შვიდშვილიან ოჯახს ესტუმრა, დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. ლომიძეების ოჯახი ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლები არიან მათ შვიდივე შვილი მცირეწლოვანია.

„მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენს დღის წესრიგში მუდმივად არის.  ლომიძეების ოჯახი მერიის სხვადასხვა შესაბამისი პროგრამებით მოსარგებლეა, თუმცა, ისინი მაინც საჭიროებენ ჩვენს თანადგომას.  ვცდილობთ,  შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმაროთ ოჯახს, რომლებიც ქვეყანას შვიდ შვილს უზრდიან“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატი, რაიონში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს ეწვევა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები