ჩინეთი საპასუხოდ ამერიკულ პროდუქციას ბეგრავს
ჩინეთი აშშ-დან 100-ზე მეტი დასახელების ტვირთებზე ბეგარას აწესებს. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ განაცხადა.
„ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა 25%-იანი დაბეგვრის დაწესება 14 კატეგორიის 106 დასახელების ტვირთებზე, რომელიც აშშ-დან შემოდის, მათ შორის სოიოზე, ავტომობილებზე და ქიმიური წარმოების პროდუქციაზე“, -ნათქვამია განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება გახდა პასუხი ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებულ ფართო სიაზე, სადაც ის ჩინური პროდუქციაა შეტანილი, რომელიც უნდა დაიბეგროს.