ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენის პროცესს თვალს მიადევნებს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შედგეს და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, სხვადასხვა უწყებების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და პარლამენტი ამ პროცესს დააკვირდება. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ერთად შევჯერდით ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება. ვადა არის განსაზღვრული და ჩვენ, ბუნებრივია, მივადევნებთ თვალს შესაბამის პროცესს. არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი პროკურატურის მხრიდან, სხვა უწყებების მხრიდან, რაც საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგ სიის შედგენას. ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები