ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული

ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცველები ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოიძახეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა, რომ მუშებს თვითნებურად პატარა ხომალდები გაჰყავდათ ზღვაში და ტერიტორიას ხერგავდნენ.

“მუშებს თვითნებურად პატარა ხომალდები გაჰყავდათ ზღვაში და ტერიტორიას ხერგავდნენ, რათა პორტიდან გემის გასვლაში ხელი შეეშალათ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციის ბლოკირებას გულისხმობს”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები მეორე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები