პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მწვრთნელს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 65 წლის მწვრთნელს ბრალდება წარუდგინა და, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 65 წლის ა.ვ.-ს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა – მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ, არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს ქ. სენაკში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
დაზარალებულთან მუშაობს ფსიქოლოგი, მისი მხარდაჭერის მიზნით საქმეში ჩართულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენელი ესწრება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები