ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აღნიშნა, არსებობს დანაშაულის გაგრძელების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
დაცვის მხარე, რომელიც ქორიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი ქორიძე 2 დღის წინ დააკავეს. ქორიძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში ედება ბრალი.