ქუთაისში ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დედა-შვილი კი “ზებრაზე” არ გადადიოდა. ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები