გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის,  4000 ლარამდე თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები