ფილმი „დედე” პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს

მარიამ ხაჭვანის მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი „დედე” ამჯერად პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე – Tinatin Award-ზეა წარდგენილი.
როგორც ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟიურის წევრია ცნობილი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი, რომელმაც გასულ წელს „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა ფილმით “კვადრატი”. ასევე ძალიან ცნობილია მისი წინა ფილმი “ფორსმაჟორი”.
ფესტივალი 15-22 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები