ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი აუტიზმის საერთაშორისო დღესთან და ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს გეგმავს

1, 2, 14 და 15 აპრილს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მუზეუმი შემდეგ ღონისძიებებს უმასპინძლებს: აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება წარდგენა: „აუტიზმი და ჩვენ“.
აქტივობები: ა)„აუტიზმის მქონე ბავშვის ფიქრები“, ბ) ხელთნაკეთი წიგნის შექმნა (2 აპრილი); დროებითი გამოფენა – „9 აპრილი“ (1 აპრილი);
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა- “ავტოგრაფი“ (14 აპრილი);
საჯარო ლექცია: ქალაქის ისტორიის კვალდაკვალ-ურბანისტული არქიტექტურა (15 აპრილი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები