ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი აპრილში რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლებს

აპრილი დატვირთული თვეა ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმისთვის.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, 1, 14, 18 და 18-30 აპრილს, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს:
1 აპრილს, 12 საათი – წიგნის  – „… თქვენი ვარ შვილი!“ წარდგენა გაიმართება;  „ილია -180“, ავტორთა ჯგუფი. მუზეუმის სააქტო დარბაზი;
14 აპრილს, 12 საათი – დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ვკითხულობთ ილიას“ ჩატარდება – საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით;
18 აპრილი, 13 საათი – ღია გაკვეთილი – „ილია და აფხაზეთი“ გაიამრთება, ყვარლის №2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. პედაგოგი თინა ზურაბიშვილი, მუზეუმის სააქტო დარბაზი;
18-30 აპრილი – „ილია სოფლის მეურნეობის შესახებ“, დროებითი გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები