კულტურის მინისტრმა გაბრიელ მდინარაძე ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვა

 თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსახიობ გაბრიელ (გაბო) მდინარაძეს ხელოვნების ქურუმი გადასცა.
მიხეილ გიორგაძემ მსახიობი აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დააჯილდოვა, სადაც თეატრის საერთაშორისო დღე „საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ“ სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა. გაიმართა ახალი ჟურნალ „თეატრის“ პრეზენტაცია; პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კი, სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა“ წარმოადგინა. სპექტაკლის ბოლოს, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს 15 ნომინაციაში ყოველწლიური პრემია გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები