სოფელ ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, 2017 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად ძეგლის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ეკალ-ბარდებისგან, მოიჭრა მიწა არქეოლოგის ზედამხედველობით, მოეწყო სამხრეთ-აღმოსავლეთის გალავნის შიდა და გარე საპირე წყობები კირის დუღაბზე შერჩეული ნატეხი ქვით, მოეწყო ყორებეტონის შემავსებელი საპირე წყობებს შორის, მოეწყო კარიბჭის გვერდითი კედლის წყბები კირის დუღაბზე, მოეწყო გალავნის კედლის დამცავი კედელი კრამიტის ბურულით კირის დუღაბზე, გაილესა გამოქარული კედლები კირის დუღაბით.
სამუშაოები შეასრულა: შპს “სალდომ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები