დისკუსია – „ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და რეფერენდუმის დღე“ გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის კამპანიის ფარგლებში, 31 მარტს, 13 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება შეხვედრა/დისკუსია თემაზე – „ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და რეფერენდუმის დღე“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინფორმაციით, ღონისძიებას ისტორიკოსები, მეცნიერები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლები და სტუდენტები დაესწრებიან.
გაიმართება ჟურნალის ,,ანტისაბჭოთა ორგანიზაციები საქართველოში“ პრეზენტაციაც, სადაც 1921 წლიდან ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა აღწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები