გივი შაჰნაზართან შეხვედრა გაიმართება

30 მარტს, 18:00 საათზე,  გივი შაჰნაზართან შეხვედრა გაიმართება.   როგორც „კვირას“ თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ინსტიტუტიდან აცნობეს, მთარგმნელი და პოეტი ღონისძიებაზე წაიკითხავს საკუთარ თარგმანებს და ისაუბრებს ამ სფეროში არსებულ ტენდენციებსა და მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრათა ციკლს მთარგმნელებთან და ლიტერატორებთან თსუ-ს თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი წარმოადგენს.
გივი შაჰნაზარი 60 წელზე მეტია სომხურ, რუსულ, ოსურ და აფხაზურენოვანი პოეზიის მთარგმნელია. სწორედ მას ეკუთვნის საიათნოვას, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ჰ. შირაზის, ალ. პუშკინისა, ა. ბელის ლექსებისა და ა. პაპაიანის, პ. ზეთუნციანისა და ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.
მის: თსუ, I კორპუსი, აუდიტორია: №202.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები