თბილისის 21-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება

 თბილისის 21-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალი, შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე ჩატარდება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება და მსმენელს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს შესთავაზებს.
მათ შორის არიან – „Miles Electric Band“ – სპეციალური სტუმარი რავი კოლტრეინი, ამერიკული ჯაზტრიო „Bad Plus“და ამერიკული ჯგუფი „Naturally 7“.
თბილისის წლევანდელი ჯაზფესტივალის ფარგლებში, უკვე ტრადიციულად, ცნობილი ჯაზშემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებენ.
თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში, წელს,  ჯაზის საერთაშორისო დღე – 30 აპრილი პირველად აღინიშნება. ბილეთები 26 მარტიდან იყიდება. ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები