13 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულს ბრალს ხვალ წარუდგენენ

უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს თავს დაესხა, ბრალს ოფიციალურად ხვალ 15:00 საათმზე წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რის შემდეგაც იგი დაკითხეს.

ადვოკატი გიორგი მდინარაძიე ფიქრობს, რომ ბრალის წაყენების შემდეგ, სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზეც იმსჯელებს.

შემთხვევა თბილისში 28 მარტს მოხდა. 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები