ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი

10-12 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი.
როგორც „კვირას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სტენდის დიზაინი პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო” კონცეფციის მიხედვით შეიქმნა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია.  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იქნება წარმოდგენილი და ტრადიციულად, ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები