ე.წ. “კანონიერ ქურდს”, შაქრო კალაშოვს, 10-წლამდე პატიმრობა მიესაჯა

მოსკოვის სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს, მეტსახელად „შაქრო მალადოის“ 9 წლითა და 10 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იგი სასჯელს მკაცრი რეჯიმის კოლონიაში მოიხდის.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ამავე საქმეზე შაქრო კალაშოვის თანამონაწილეს, ანდრეი კოჩუიკოვს, მეტსახელად „იტალიელს“, 8 წლითა და 10 თვით პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბრალდების მხარე პროცესზე შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით პატიმრობასა და 700 000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმას, ხოლო ანდრეი კოჩუიკოვისთვის, 9,5 წლით პატიმრობას და 500 000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა.
შაქრო კალაშოვის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
შაქრო კალაშოვის საქმის მასალები ორ ეპიზოდს მოიცავს. ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, შაქრო კალაშოვს რესტორან Elements-ის მფლობელის, ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვა ბრალდება.
მეორე ეპიზიდით, ინციდენტი 2015 წლის დეკემბერში მოხდა. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე ხმაურიანი კრიმინალური გარჩევა, სადაც მონაწილეობდნენ კრიმანალური ავტორიტეტები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ მხილებულნი. ამავე გარჩევაში მონაწილეობდნენ ბიზნესმენები და რიგითი ბანდიტები.
კრიმინალური ავტორიტეტების გარჩევას ორმხრივი სროლა მოჰყვა, რის შედეგადაც, ქურდული სამყაროს ავტორიტეტის „იტალიელის“ ორი პირადი მცველი დაიღუპა.
საქმეში სულ 14 პირი ფიგურირებს. 2 მათგანი ორხმრივი სროლის შედეგად დაიღუპა, 11 ბრალდებული, მათ შორის შაქრო კალაშოვი და ანდრეი კოჩუიკოვი – „იტალიელი“ 2016 წელს დააკავეს.
ბრალდებულებს შორის ფიგურირებს რუსეთის შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი პოლკოვნიკი ევგენი სურჟიკოვი, რომელიც სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მას 7 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები