კიევში, ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” „კუწუ“ დააკავეს (ვიდეო)

უკრაინაში, კიევის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად „კუწუ“ დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ეს უკვე მეოთხე კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.
„კუწუს“ სრული სახელი და გვარი გიორგი შაქროს ძე ლობჟანიძეა. ის 1974 წელს დაიბადა და საქართველოს მოქალაქეა.
როგორც დაკავებულმა სამართალდამცველებთან საუბრისას აღნიშნა, ის უკრაინაში 2007 წლიდან ცხოვრობს და არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები