თსუ-ში მარიამ ხაჭვანის ფილმის – „დედე: სვანური ბალადის’’ განხილვა გაიმართება

29 მარტს, 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის 201 აუდიტორიაში  მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ფილმის – ,,დედე: სვანური ბალადის’’ განხილვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტიდან აცნობეს,  დამსწრე საზოგადოებას  საშუალება ექნება, დაუსვას კითხვები ფილმის რეჟისორსა და მსახიობებს.
ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს. ის მომავალი ქორწინების ჩაშლას თავად ცდილობს. მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ. კულტურული მრავალფეროვნებისთვის ფილმმა აზიურ „ოსკარზე“ იუნესკოს პრიზი დაიმსახურა. ამასთან, 20-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში 10 პრესტიჟული პრიზით დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები