8 მაისი

10:00
ევროპული კვირეულის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინიტრი შალვა ფიფია აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობას განიხილავს. მისამართი: მარშალ გელოვანის 6ა; საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
10:00
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკული კლინიკა “Medical House” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უფასო კვლევებსა და კონსულტაციას ჩაუტარებს. მის: ბერბუკის ქ. №10, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ტელ: 2 33 08 33
10:30
სასტუმრო „რედისონში“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი გაიმართება.
11:00
სასტუმრო „რედისონში“ ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი – იორგ პონტი და გიორგი ბალიაშვილი საქართველოს ციხეების ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შუალედური შეფასების ანგარიშს წარმოადგენენ.
11:00
პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვოისეჰ ვიევიუროვსკი ქართველ კოლეგებს შეხვდება. მის: აფაქიძის ქ. №15

11:00
სასტუმრო “ამბასადორში” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და გადასახადის გადამხდელთა კავშირი მრგვალ მაგიდას გამართავენ.თემა: სახელმწიფო საწარმოების როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მის: იოანე შავთელის ქ. №13
12:00
“პირველ პრესკლუბში” მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
სასტუმრო „ციტადინესში“ „რუსულ – ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“ „რუსულ-ქართული ურთიერთობები: განვითარების ახალი გზების ძიებაში“ მოხსენების პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციის შემდეგ რუსი და ქართველი ექსპერტები მრგვალი მაგიდის ფორმატში უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ. მისამართი: თავისუფლების მოედ. 4. საკონტაქტო ნომერი: 555 25 06 19 სოფიო კანდელაკი
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” NDI პოლიტიკური კვლევის რეიტინგებს წარადგენს.

12:00
2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ოფიციალური გახსნა გაიმართება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის წევრი მაკა ნიკოლაშვილი 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
12:00
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
12:00
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სახელმწიფო კანცელარიასთან მივლენ და პრემიერ-მინისტრს შეხვედრას სთხოვენ. საკონტაქტო პირი ელენე კავლელაშვილი, ოქროს ფონდის კურატორი. ტელ: 555 277 521
12:00
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” გორის რაიონის სიის პირველი ნომერი სოსო ბორცვაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გორის რაიონში. მის: გორი, გარსევანიშვილის ქ. №1 საკონტაქტო ტელ: 599 77 51 11

12:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: კეზერაშვილი-ნინუას საქმე, სასამართლო პროცესი “ნაციონალური მოძრაობისთვის” საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე, მასობრივი არეულობა უკრაინაში, ანტიდისკრიმინაციული კანონი – პატრიარქის შეფასება.
13:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: კეზერაშვილი-ნინუას საქმე, სასამართლო პროცესი “ნაციონალური მოძრაობისთვის” საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე, მასობრივი არეულობა უკრაინაში, ანტიდისკრიმინაციული კანონი – პატრიარქის შეფასება.
13:00
მეტეხის ხიდზე “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მოძრაობის წევრები 2 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშრებით განცხადებას გააკეთებენ.
13:00
“პირველი რადიოს” პრესკლუბში ანი ნადარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

13:30
პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე, №24-ში, ლაღიძის წყლების ყოფილ შენობასთან, ბრიფინგს გამართავს და ახალ ინიციატივას გააჟღერებს. საკონტაქტო ნომერი: 551 89 89 65
13:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეს” წარმომადგენლები გოჩა გუგეშაშვილი და ოლეგ ღვალაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: მიმართვა ხელისუფლებას სახალხო კონტროლის განხორციელების პროექტის დაწყებაზე.
14:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
14:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის. თბილისი, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი
14:00
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ატსტუპნიკების საქმის განხილვას დაესწრება.

14:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
15:00
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 10 კომიტეტი საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეხვედრას გამართავს. სხდომათა დარბაზები #301-#308
16:00
“ჯორჯიან თაიმსის“ პრესკლუბის სტუმარი ცოტნე გამსახურდია იქნება. თემა – „ახალი გარემოებები საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით“ მისამართი: ქიქოძის ქუჩა 12.
17:00
რუსთაველზე მდებარე “ვენდის” ამერიკულ რესტორანში “ვისოლ ჯგუფი” “ვენდი 2014”-ს გამოავლენს.
18:00
ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: ერთი წლის შედეგების შეფასება“.

18:00
სპორტის სასახლეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანია საზეიმოდ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები