კარლოვი-ვარის კინოფესტივალის დირექტორი თბილისს ეწვია

კარლოვი-ვარის კინოფესტივალის დირექტორი კარელ ოხი თბილისში იმყოფება. იგი რამდენიმე დღეა საქართველოში ბოლო დროს გადაღებულ ფილმებს ეცნობა.
ფილმებსა და კინოპროექტებს ივლისის საფესტივალო პროგრამისთვის შეარჩევენ.
კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყოველწლიურად 1500 სტუმარი ესწრება, მათ შორის მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლები.

წყარო: „იმედინიუსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები