გრიგორი კარასინი: ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება არ იქნა მიღებული

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დღევანდელი შეხვედრების დროს, დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ არ იქნა მიღებული.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, რადგან მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება რომ ჩაიწეროს და რა არის საჭირო რომ იქ ჩაიწეროს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეფუძნება სტატუსის მცნებას, 2008 წლის შეთანხმების იმ პუნქტებს, რომლებიც ყველას სხვადასხვანაირად ესმის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები