თამარ ჩუგოშვილი ჟან ასელბორნს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი მიიღო. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

თამარ ჩუგოშვილმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

„ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის თემატიკაზე. ჩვენ მათი მხარდაჭერა გვქონდა როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხებში, ასევე ასოცირების შეთანხმების და გაეროს ფორმატში სხვადასხვა რეზოლუციების მხარდაჭერის კუთხით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ჩვენ სტუმარს გავუზიარეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია. ლუქსემბურგი საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია და  შეხვედრაზე, მათი მხრიდან, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე  და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები