იანოშ ჰერმანი: უვიზო რეჟიმი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით უნდა იყოს განმტკიცებული

„უვიზო რეჟიმის მოქმედების პირველ წელს, ევროკავშირს მეოთხედი მილიონი ქართველი ესტუმრა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა უვიზო რეჟიმის ამოქმედების ერთი წლისთავთან დაკავშირებით ტვიტერში დაწერა.

ამასთან, ჰერმანი აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი დამრღვევი თავშესაფრის მაძიებლების დიდი რაოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით უნდა იყოს განმტკიცებული.

„უვიზო რეჟიმის მოქმედების პირველ წელს ევროკავშირს მეოთხედი მილიონი ქართველი ესტუმრა. სასიხარულოა ადამიანებს შორის უფრო მეტი კონტაქტი, უფრო მეტი ცოდნა და ვაჭრობა. თუმცა, უვიზო რეჟიმი უნდა იყოს განმტკიცებული დამრღვევი თავშესაფრის მაძიებლების დიდი რაოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით“, – წერს იანოშ ჰერმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები