წყალტუბოს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი ფესტივალ „არტგენს“ უმასპინძლებს

წყალტუბო წელს ფოლკლორულ ფესტივალ „არტგენს“ უმასპინძლებს. ფესტივალი 27 ივნისს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმერული იოდის აივანზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში თავიანთ რეპერტუარს იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლი წარმოადგენს. გალაკონცერტზე ფოლკლორული ჯგუფი: ,,რეგიონი” იმღერებს.
სახლ-მუზეუმის რესტავრაცია გასულ წელს დასრულდა. პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო. გამოიცვალა სახურავი, ხის კონსტრუქციები, მოწესრიგდა ფასადები.
სახლ-მუზეუმის რესტავრაციის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მუზეუმის ეზოში ამფითეატრის კაპიტალურ განახლებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები