„მანდარინები“ მსოფლიოს 250 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა

რეჟისორ ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები“ 250 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პორტალ IMDb-ის მონაცემებით, „მანდარინების“ რეიტინგია 8.0 და 243-ე ადგილზეა.
2013 წელს გადაღებული ფილმი 2015 წელს „ოსკარზე“  წარადგინეს – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
IMDb-ის საიტზე, საუკეთესო ფილმების რეიტინგში პირველ ადგილზეა „გაქცევა შოუშენკიდან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები