ქუთაისში, ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს – დანაშაული გახსნილია

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია „ალკორიუმი“ გაქურდეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.
მათივე ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია რამდენიმე კონიაკი და ნავაჭრი თანხა 300 ლარი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მედია საშუალების ინფორმაციით, მაღაზიის ქურდობის დროს წაღებულია 5000 ლარის ოდენობის თანხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები