პროკურორი: მოწმე ამბობს, რომ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა გელაშვილზე თავდასხმისთვის

“დაკითხული გვყავს სპეცრაზმის უფროსი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, სააკაშვილმა მადლობაც კი გადაუხადა ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის”,-ამის შესახებ ვალერი გელაშვილის თავდასხმის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარე, ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენების გამოქვეყნებას გეგმავს.

„დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარემ, უნდა ვიშუამდგომლოთ ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენების გამოქვეყნების თაობაზე. აღნიშნული მოწმე თავის ჩვენებაში საუბრობს იმ დეტალებზე, თუ როგორ მოახდინეს ვალერი გელაშვილზე თავდასხმა და როგორ მიიღეს ეს დავალება მისი ხელმძღვანელი პირებისაგან. ჩვენ დაკითხული გვყავს სპეცრაზმის უფროსი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, სააკაშვილმა მადლობაც კი გადაუხადა ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდების მხარე რჩება თავის მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა და შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები