„წიგნი, როგორც ინსპირაციის წყარო“ – გურამ მაცხონაშვილთან შეხვედრა გაიმართება

გრძელდება პროექტი “წიგნი, როგორც ინსპირაციის წყარო”. 30 მარტს, 18:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სცენარისტი ოთარ პერტახია წარმოადგენს სტუმარს – ახალგაზრდა რეჟისორს, გურამ მაცხონაშვილს, რომელმაც დადგა თამთა მელაშვილის რომანი „გათვლა”.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან მსახიობები, რომლებიც წაიკითხავენ ნაწყვეტებს რომანიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები