სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 16 თებერვლის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. დარბაზული ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრითაა დარბაზისგან გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში იატაკიდან ოდნავ მოცილებული მაღალი და ღრმა ცილინდრული ფორმის თაღოვანი ნიშებია.
იმის მიუხედავად, რომ ძეგლი ძლიერ დაზიანებულია და ცუდადაა კონსერვირებული, მაინც შერჩენილი აქვს გარკვეული მახასიათებლები, რის გამოც შესაძლოა, მისთვის ძეგლის სტატუსის განსაზღვრა: სიძველე, სარკმლისა და ნიშების ფორმები, პილასტრის ფორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები