საპატრიარქო რელიგიური კონფესიებისთვის თანხის გამოყოფას დადებით მოვლენად მიიჩნევს
მთავრობის დადგენილებას – ,,საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა“,- აცხადებენ საპატრიარქოში.